სადღეგრძელო


ჯერ სადღეგრძელო დამრჩა უთქმელი,
მოდით ძმობილნო შემივსეთ თასი! 
ყველა ვაებას ტკივილი ადევს,
ყველა ოცნებას თავისი ფასი...

და მეც ოცნებით მწვერვალს ვეწევი,
გულჯავრიანი არწივის ფრთებით,
თან გავიყოლებ თვალთა მშვენებას
გადაღლილს ვაჟთა მრავალი ქებით.

აგატირებდი ცხარე ცრემლებით,
გადმოვხატავდი გაბუტულ მზერას.
ავტირდებოდი მეც მაისივით,
შენით შევქმნიდი საკუთარ კერას!

რად დაგიჩემე ქალო - მზექალო,
ემაგ თვალების ეშხმა რომ მწამლოს...
ეს გაუმარჯოს უშრეტ სინაზეს,
მაცდურ ღიმილს და თვალებს მომწვანოს!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი