დღეს საქართველო


აქ - პოეტები სიცოცხლის ნაცვლად
შავეთის ქნარის ხმაზე გალობენ.
ვინ სად ლოცულობს გამოჩნდა ნათლად
და ვის რომელნი უფრო სწყალობენ...

ვერ ვუთამადებ სხვა ქვეყნის ლოთებს,
წლებიც ურდულად ადევს კარებზე.
ოდეს ყიჟინა ყვავებმა მორთეს
დაჭრილ არწივთა ნაბუდარებზე.

ხშირად დუმილი იმ ხმაურს ფარავს,
სადაც კურატებს მსხვერპლად სწირავენ.
ხვალ ვინ ვიქნებით, ან ახლა რა ვართ,
როცა ტალახთან ერთად გვზილავენ?!

ჩვენ, წინაპართა გამხმარ ფესვებთან
მივალთ მდუმარედ, ბაგე მიჯრილნი.
დღეს საქართველო ვნახე მესერთან
სიყვარულისთვის სიკვდილმისჯილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი