დღესაც ცოდვილი ..
დღესაც ცოდვილი მეჯდა გულისთქმა; შენი სამკვიდროს ვზვერავ გალავანს!.. მე იმ სურვილებს ვესწრაფვი მხოლოდ, ციდან რომ სწყდება ვარსკვლავთ ქარავანს. ხმელი ფოთლებით დათოვილ ქუჩებს, ეძინოთ კვლავაც, "დილის სიომდე!.." და შიშველ ხეთა მიმყვება შფოთი ნაწამებს შენგან საიქიომდე. ხანდახან ფიქრიც ჩამესმის მღერად, დაწყვეტილ გულს რომ იმედს უწილებს... ჰგავს შემოდგომა მომაკვდავ რაინდს, სატრფოს ცრემლი რომ სუნთქვას უხშირებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი