ჩუმი სიფითრით გაჯერებული ..
ჩუმი სიფითრით გაჯერებული, მოვალ შორეთის უცხო ბაღიდან. ცა პირქუშია, ვით შენი სახე: რა დრო გასულა ბოლო ნახვიდან!.. აღარც მე შემრჩა ბავშვური მზერა და აღარც გული ჯერ ხელ უხლები. მე მოვალ შენი სისავსის ახლოს და როგორც მწირი ჩავიმუხლები. თავაუწევლად გეტყვი ორ სიტყვას, ჩუმი ტონით და ბაგის კანკალით; აჰა დავბრუნდი, მრავალი ბრალით და ახლა გინდაც ტყვია დამკარი! მე გადმოვლახე მთები კლდოვანი, როცა ძარღვებში სისხლი დაღვინდა. ჩემში პოეტი ჩასახლდა თითქოს და ყველა ფიქრი ლექსად გაღვივდა. ჩვენ გავეყარეთ ოდესრაც აწმყოს, როგორც სიცოცხლის ურჩი მძევლები. ბოლო ღიმილებს მოვიკრებ ღონედ და ამოგივსებ თვალებს ცრემლებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი