წამწამზე წვიმის წვეთების წებო ..


წამწამზე წვიმის წვეთების წებო,
ტანწვრილ 
სისუსტეს იხდენს სამოსი.
სამდურავს გაყრით 
ჩავლილო წლებო,
სიკეთის ნაცვლად მხრავდით 
გამოცდით.
მუდამ ვღვიძილობ, დრო არ მაქვს ძილის:
მე, დღე და ღამე -
კვლავ გავიყარეთ.
ქალიც ვიყვარე, 
ბადაგიც ღვინის,
მაგრამ ფლიდობა ვერ შევიყვარე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი