მომეალერსე ქალო
მომეალერსე ქალო, ხვალ იქნებ აღარც გყავდე. ჩემგან ნარჩენო ცალო გლოვა აგქონდეს ცამდე. მაშ ნუ მემდური როცა, მქროლავ მიმინოს ვგავარ. მე აღარ მინდა მოცდა; წავალ, იცოდე წავალ! მომეიმედე მიწავ, ჯავრს ნუ გამატან მხოლოდ. მე ისევ მოვალ ვფიცავ, შენდა სიცოცხლის ბოლოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი