იტირე ცაო


იტირე, ცაო, იტირე,
თმები მისველე ცრემლებით.
შენს გამოჩენას შევხარით
მონატრებულნი მშვენებით.
მსურს შეგაგებო ლექსები
ნაწერი ჩემი ხელებით, 
თავს ცისარტყელა გარტყია
ნაქარგი მუქი ფერებით...
ქვის სამარხებში კრთებიან
გულშხამიანი გველები,
შენი სიუხვით ხარობენ
ყვავილიანი ველები.
იტირე, ცაო, იტირე,
დაღვარე შენი ცრემლები.
ამ ნაიარევ მთა-ველებს
ცრემლით დაჰბანე ხელები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი