ივნისს


მზის ამოსვლამდე კვლავ დიდი დროა,
სადღაც, შორს ყეფენ ქუჩის ძაღლები.
ხედ მოვსულიყავ, თუნდაც ბალახად,
თუ კი საწუთროს არ ვინაღვლებდი.

გაგიღიმებდი ყოველ გაზაფხულს,
ამ ყვავილებით მორთულ მდელოდან.
ახლა გული მაქვს, მასაც ვღალატობ
და ორგულობაც არა მრცხვენოდა.

სიტკბო შემასვით ბედის ფიალით,
ოცდაცამეტჯერ დავცალე წელი.
გერქვას ცოცხალი არის ადვილი,
ჰგავდე სიცოცხლეს ყოფილა ძნელი.

დღესაც მახარებს მერცხლის მოფრენა,
მაღლა ცის მღერა და წვეთი წვიმის.
და ის პირველი თვალის გახელა
ძღვნად დავუტოვე ივნისს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი