ვიცი ..


ვიცი, 
რომ ჩემს იქით 
ვარდები 
გელიან.
მეც ჩუმად შეგკითხავ: 
წახვალ, 
თუ დარჩები?
- შენ ამბობ: 
სიცოცხლე არც ისე 
გრძელია.
წავალო, 
მომძახი ხეტიალს 
ნაჩვევი.
და ზოგჯერ 
წააგავს ოაზისს 
მირაჟი,
გულში რომ გწყდება და 
დაეძებ ხელებში.
როდესაც 
მცირეა გრძნობათა 
ტირაჟი
ვარდებიც 
ჭკნებიან მეწამულ 
ფერებში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი