ქვეყნის სამართალი
ნადიმი ჰქონდა ქვეყნის სამართალს, ჭამდა და სვამდა შრომას და გარჯას. სიცრუე ედგა თავში თამადად, უადვილებდა კაცთა მზის ხარჯვას. თან მორალს სწერდნენ აუჩქარებლად: ვინც აქ პოულობს აქავე კარგავს!.. თავის სუფრასთან სკამს სთავაზობდნენ მათთან მოახლე გულზვიად ანგარს. - ცას მიწის მცველად დავუდგენივართ და ჩვენს ჩონგურზე სიმღერებს ქარგავს. სიცოცხლის სუნთქვაც ფეხებს გვიკოცნის, ჩვენგან განდგომილთ მიწაში მარხავს. არცერთი წუთით არვის გავუცდენთ ჩვენთვის ლოცვას და ჩვენთვის მარხვას, არავის აუგს არ ვათქმევინებთ, რომ ჩვენთან ძმობილთ პატრონი არ ჰყავს! - ამას ამბობდა ქვეყნის სიმართლე. ღვთის სამართალი კაცთასას არ ჰგავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი