ამომღერება
მალაღებს არყით დათრობა, თვალთა ამღვრევა მიტაცებს. ალღო ნადირის მედება მტაცებლად დავალ მიწაზე. გვარიშვილობაც კარგი მაქვს, რით არის ცუდი სხვისაზე?! სისხლი ხევსურის ჯოგისა, მკერდი ამაყი მზით სავსე... და - ძმობას არვის შევურცხვენ, სანამ დამდებენ ფიცარზე. ორ ქალს შვილები ვუყოლე, ბალღებიც ჩემად ვიმსგავსე. ვერას დამაკლებს ვერც მტერი, თუ მომერია სიბრაზე. არც არაყ მალაპარაკებს, არცროს არ ვძვირობ სიტყვაზე. ჯაჭვით მიგაბამთ გულზედ გულს, სულს კი შორს ზეცის მიჯნაზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი