შენი მშვენებით ქედებო ..


შენი მშვენებით ქედებო 
სიცოცხლის წყლულებს ვწამლობ.
ბარს სასიმღეროდ ვემზადე,
გულით ბარს იქით ვგალობ.
ჩემი ბედი და იღბალი
მე თავად უნდა ვთალო,
უნდა შევდგე და გავლეწო
ჩემი ცხოვრების კალო.

და როცა ლეგა არწივი
ჯავრით ფრთებს ცისკენ გაშლის.
ჩამოიგლოვებს არღუნი
არჭილოს სახლ-კართ დაშლილს.
ძნელი ყოფილა კაცთათვის
ყოფა მამულის ვალში.
ფეხი თვალნათლივ გვიბრუნავს
ჩვენ წინაპართა კვალში!

ვჩქარობ, მზის მარხილს დავყვები,
ვრწყავ და ვევლები ნარგავს.
ხვალზეგის მოსვლის მლოცველი
ფიქრებს იმედით ქარგავს.
ისიმც მშვიდობით მომივალს,
ვინამც სხვა ნერგებს დარგავს.
ისე ნურასდროს გავქრებით
ქარი რომ ნისლებს ჰკარგავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი