ალვები
აქ იდგნენ მწუხრისას ტანწვრილი ალვები, ფოთლები სველ ტოტებს ცრემლებად სცვიოდა. და მაშინ, როდესაც პირველად გიწამე; მაშინაც ციოდა, ციოდა, ციოდა... გლოვა აქვთ მწუხრისას ალვების ასეულს, ოქტომბრის ცხედართან გმინავდნენ ქარები. ვიდექით ჩვენ ორნი, ყველაფრით დაღლილნი, სამძიმარს ვრეკავდით იმედის ზარებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი