ჟამთა სიავე
ნუთუ შენც გერჩის ჟამთა სიავე? ნუთუ შენცუნდა სიბერემ გგესლოს? ლამაზო ქალო, თვით ანგელოზო ხორცშესხმით მწყრალო, ნუთუ ვარამი შენცუნდა გერგოს? შენი ღიმილი მზიან დარსა ჰგავს, ხოლო სევდა კი ქარიან ავდარს. ნუთუ მომავალს მტრობა სურს შენთან და მოთმინებით გიმზადებს ლახვარს. ლამაზო ქალო, თვით ანგელოზო ხორცშესხმით მწყრალო, ვაჟთა მოდგმისთვის მოსულო რისხვად. ნუთუ შენცუნდა სიბერემ გგესლო, ვინ გაგიმეტა შენ ამის ღირსად?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი