წუხელ ღამით...


წუხელ ღამით,
შენს სარკმელთან ვიდექ მარტო
და გულშიაც ფორიაქი 
ჩამღვენთვოდა.
წუხელ ღამით,
აცაბაცა ლექსებს ვთხზავდი,
ან ეს ღამე,
ასე მკაცრი რას მერჩოდა?!
გულმოკლული მხოლოდ 
სეტყვას ვნატრულობდი,
რომ აჩრდილად შეფერილი 
დავესეტყვე.
რომ წარსული სიყვარულის
მორევიდან
შენს ნაბიჯებს უიმედოდ 
არ ვეძებდე.
წუხელ ღამით მომაგონდა 
შენი კოცნაც,
ცისფერ თვალებს ცა რომ 
კრავდა შორ ბგერებად.
როგორც მაშინ, 
ისევ ისე გიჟი ვარ და...
ისევ მინდა კარგო შენი მოფერება!
როგორც ობლად ქუჩის 
ბოლოს კვიპაროსი,
გარს მერტყმოდნენ 
სიჩუმეც და ფორიაქიც.
შენს სარკმელში შუქი არ ჩანს, 
წყვდიადია,
მთვარე ადგას გულნათელი გოლიათი.
გზას გავყევი, 
ავედევნე ღამის ლანდებს,
ჭრილობები მოვიბანე 
დილის ნამით.
გავარღვიე სიჩუმეც და ფორიაქიც,
ხელთავიდან შემიყვარდი 
წუხელ ღამით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი