ხევსურული ბალადა


მომგვარეთ ნაქები ცხენი,
თვალებში ცეცხლის პრიალით.
გორით გორს ამავენთები,
ნალებს გაჰქონდეთ ძგრიალი.
ქალავ, შენთანამც მოვსულვარ,
არ გარგებს თვალთა ბრიალი.
არც როდის არ მოჰბეზრდება
მიმინოს მწყერთან ტრიალი.
შენს გვერდით გვრგვინოსანსა
გულს მიგრილებდეს ნიავი.
მთის ნამით ხელ - პირს მოგბანდე,
მოგხურო ქათიბ ჯვრიანი.
ამ გულს სხვას ვერვის გავუყობ,
მხოლოდ შენ იყვას მთლიანი.

მომგვარეთ ნაქები ცხენი,
სანამ არ არის გვიანი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი