სულ ეს არის


სულ ეს არის რაც მე მინდა;
ერთი ქოხი შენთან ერთად...
ჩვენი შვილი ფეხშიშველი
მოთამაშე ჭალის ქვებთან.

დილით ადრე უთენია
მხურვალე და თბილი ლოცვა,
რომ არ იყოს ქვეყანაზე:
შური, მტრობა, კაცთა ხოცვა.

ირგვლივ მთების აივნები,
მუდამ მწვანე მთა და მდელო,
სიკვდილამდე თბილი მზერა,
ერთიანი საქართველო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი