უსასრულობა


ფუჭი მცნებაა დროსთან ჭიდილი,
ყველგან საგმობი თავგასულობა.
რომ არ ჩერდება ვიტოვებ იმედს,
რომ ჩვენში ცოცხლობს უსასრულობა.

სასაფლაო და ქვაში პორტრეტი,
ქვრივის და ობლის ქვეყნად გამჩენი.
არცვინ წასულა ჩვენზე შეკითხვით,
არცვინ დარჩება ჩვენი არჩევნით.

ვაი ხანმოკლე წუთისოფელო:
მაინც ტკბილია შენთან სტუმრობა!
დრო არ ჩერდება, მრჩება იმედი, 
რომ ჩვენში ცოცხლობს უსასრულობა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი