გრძნობების ნასახლარზე


დავეძებ შენს ხმაში
თბილ ხავერდებს,
თვალებიც შეშალეს
ამინდებმა.
რიჟრაჟი ახალ დღეს
ღმერთს ავედრებს,
დგას ტაძრის
კედლებთან გარინდება.
მომქონდა შენს
ფეხთით მაისები,
ვარდებით
გიქარგავდი ზამთრის
ბაღებს.
ნუ სწუხარ ჯერ კიდევ
გავიზრდებით
და გრძნობა
დაჰფარავს ქვეყნის
ნაღველს.
შენს მზერას სიცივედ
დავენაკვთე,
და სითბოს გიკრეფდი
გამალებით.
სევდიან
სტრიქონებს ღამე
ნათევს
ვუმღერდი ალიონს
დანანებით.
ვეძებდი შენს ხმაში
თბილ ხავერდებს,
გინატრებ სიცოცხლის 
გასაყარზე.
თვალებით შენს ლანდებს
კვლავ დავეძებ
შეშლილი
გრძნობების ნასახლარზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი