დილა იყო


დილა იყო 
და უმზეობით დაღვრილი 
ცოდვა,
სნეული სულის 
უმოწყალო გვემის წუთები.
ხმაში ბზარი და 
უძილობის ქარები ჰქროდა
და უღიმღამოდ მედებოდნენ 
ფეხში ქუჩები.
დილა იყო 
და სიყვარულის არცერთი 
ფეთქვა 
და გადახვეწამ
მერამდენედ ვერ შესძლო 
წასვლა. 
რამდენჯერ ვცადე 
უტკივილო ლექსები მეთქვა,
მაგრამ რით შევძლო 
ტკივილებით აღსავსე კაცმა?
ამ დილით, 
მეტად სიცოცხლეზე, 
დამბაჩა მსურდა
და გულის ფსკერზე 
ნაგროვები დარდის განგმირვა,
ჩემს ამ ყოფაში ჩემი თავი,
თითქოს მეც მძულდა.
რაა სიკვდილი
სიცოცხლეში თუ ვერ ვარგივარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი