შენ რად ემდური მაგ ბედის ვარსკვლავს ..


შენ რად ემდური მაგ ბედის ვარსკვლავს,
ყელზე გიბრწყინავს მარლაგიტები.
ხშირად ამაყობ, უყვარხარ ათ - კაცს,
მე კი თვალს ურცხვად აგარიდებდი.

მე ჩემი გზების ვთელავ ბილიკებს,
არსად არ ვჩქარობ, მივალ და გმადლობ...
და თუ ხევსური სწორფერს ივიწყებს,
შეუპოვრობის სიამეს არ თმობს.

და შენი სულიც ხორცით ნაგვემი
მიეფარება მზის სხივთა კალთებს.
მარგალიტებშიც დგება ნაღველი,
თუკი არავინ არ გინთებს სანთელს.

ვწუხვარ ძვირფასო, ძალიან ვწუხვარ,
რომ სიდიადეც ხუნდება დროში.
ლამაზ საწუთროს ლამაზად სძულხარ
და ქედმაღლობის ფასია გროში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი