ვუახლოვდები თითქოს მტკნარ ზეცას ..


ვუახლოვდები თითქოს მტკნარ ზეცას
და ხელთ მიბყრია სინათლის ვარდი.
დრო კი მაგ სხეულს თანდათან ძერწავს,
თითქოს მიყვარდი, თან არცა მწამდი.

ეგ სავსე მკერდი, როგორც საფლავზე 
გულზედ მეფინა ვარდის კონებად,
თრთოდა სიშიშვლე ბამბის საბანზე,
ვთრთოდით ორივე ვნების მონებად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი