და მეც ვტიროდი ..
და მეც ვტიროდი, ნახარხარებ სოფლის ზღუდესთან, მტრისგან აღებულ ციხის გუმბათს ქენჯნის კრწანისი. აბა რა გითხრა საიმედოდ, შენდა ნუგეშად, რით დაგიბრუნო დაკარგული ძველი ხალისი?! დაქუცმაცებულ დროშის ნაჭრებს გულში შენახულს სისხლში გაუდგამს ფესვები და მაკრთობს ციება. და იმ სიცოცხლეს ძმათა რისხვით ათ - გზის შელახულს, ალბათ სიკვდილი ხსნაზე მეტად ეპატიება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი