ლირიკა...
ნუშებს თეთრი ჩაუცვიათ კაბები, კვირტი შვენის იასამნის ვიწრო მხრებს. თუ კი რამე დამრჩა კიდევ სათქმელი, მაშ ვუმღერებ გაზაფხულს და სიცოცხლეს! როგორც თარო, სავსე ძველი წიგნებით, ე მაგ თვალთა დარდი წაუკითხავი... უფალს ვცოდე, ვიცი შენი მიგნებით, მუდამ თან მდევს განცდა განუკითხავი. და ეს მარტი, არცთუ ძალზედ ფიცხელი, შორით მოსჩანს დაკლაკნილი გზის - ძაფი. ფერი მიყვარს მიწისა და ცისფერი, მიწას ვკოცნი, მერე ცისკენ ვისწრაფვი! რასაც უხმობ, თუ არ მოვა, ნურც - ელი, ახლა მხოლოდ ამინდები დათბება. და მე მრჩება ბოლო სუფთა ფურცელი, გაუმხელელ სიყვარულის სათქმელად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი