ალმური...


სუნთქავს 
მდინარე შუადღის 
ალმურს,
ოქროს სხივები 
გეღვრება ტანზე.
ფარფატებს, 
როგორც პეპალა მთვრალი,
ივლისის სიო 
მაგ გაშლილ თმაზე.
არაფრის მეტი, 
არაფრად არ ღირს,
ფარფატებს ეს გზაც, 
შორი და ვიწრო.
ცურავდა 
ფერხთით მდინარე 
ჩქარი.
იმედი მწყდება: - 
არ დამივიწყო!
ამბორი ჩემი 
მხოლოდღა ლექსით,
უთქმელი სიტყვა,
მტკიცე, 
რკინაზე...
როგორ მწყუროდა 
მდინარის მსგავსად -
ის ალმური 
და შენი სინაზე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი