გამოთხოვება...
აჰა, დაიძრა მატარებელი, ვიცი, რომ გიმძიმს გამოთხოვება. მე და დუმილი და ხეთა - რიგი და გაზაფხულის მოახლოვება, ვდგავართ ერთ მხარეს და ერთი წვეთი, თუკი რაიმე შენი გვმართებდა, ნავს მივანდობდი შენსკენ ზურგის ქარს, გზას შენი ლანდი გამინათებდა. ლურჯი ნაპირი სცილდება საზღვარს, მუდამ ტვირთად მდევს უსაზღვროება. და ბოლო მზერა, შენს ბოლო ვაგონს, შემოვაფეთე ვით სათნოება. სიცივე იყო, გციოდა ალბათ, შუქი არ კრთოდა არსად კანდელის. სიცივე იყო და მეც მციოდა, უსახლ - კაროს და შენგან განდევნილს. უფერულ დღეთა ნაცრისფერ ჰოლში, მზე იმზირება, როგორც მონეტი. არც ადამიანს და არც განგებას, არ მიუღიათ ქვეყნად პოეტი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი