სიმცირე...
ცას წვიმა წასკდება საღამოს ცრემლივით, ამინდიც თრობას ჰგავს, ლექსით და ანაშით. შენდობას ვერ ჰპოვებ შინაურ მღვდელივით, შენდობა ეძლევა უცრემლო პანაშვიდს. რაც დღემდე არ ჩაქრა მარადიც ის არის, რაც სულში იკვირტებს დათბილულ რტოსავით... დრო არ მაქვს, თანდათან ითლება ფიცარი და უცხო განცდებიც მშორდება დროსავით. ადვილი როდია გზად ბედთან თამაში, ძნელია დაუდგე ცრუ კერპებს მსახურად. აქ ისევ საღამო, ლექსით და ანაშით, ბგერებად ეღვრება წვეთები სახურავს. სულ მცირე კარი აქვს ახლა ჩემს სამკვიდროს და მცირე ფანჯრის წინ ეს წვიმა ციმციმებს. ჩემს კართან ვინც მოვა; სინდისი ადიდოს და ისე შემოხსნას ეს ჩემი სიმცირე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი