ქალას...


ჭალისპირს ჩუმად გზვერავდი,

წყალი მუხლებზე გდიოდა.

მე შენი ტრფობა მწყუროდა,

შენი ალერსი მშიოდა.

ვერცრა შაგბედე ქალაო,

წყალთა დენაზე ვჯავრობდი.

ვერც წინ დაგიხვდი, ვერც უკენ,

გულს მჯიღის ცემით ვწამლობდი.

შენამც მიტირებ დიაცო,

ნუღარ ჩამახვალ წყალზედა,

თორო ნაბადში შაგკონავ,

პასუხს არ ვაგებ თავზედა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი