ნოემბერი


კარი შემომიხსნა დილით ნოემბერმა,
მეტი აღარ დაგვრჩა არვინ მომკითხავი.
მერე შენი მზერით მომეფერა:
დილა მშვიდობისა, რომ მითხარი.

წელსაც ალბათ ადრე გაიზამთრებს
ღონეს ვიკრეფდი და შეშას ვაწვრილებდი.
ცოტაც მოვითმინოთ გაისამდე,
ზამთარს ჩვენ სულ ასე ვაცილებდით...

ზეცის სილაჟვარდეს, როგორც პანაღია,
გულზედ აბნევია ოქროს მზის სხივები.
ჩვენს სახლს ვიცი სითბო არ აკლია,
თბილი ღიმილი და ღვთის იმედი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი