ნანატრი ..


ნანატრი 
მზერა ტანთ შეგატოვე,
ისე გშორდები, 
როგორც ზამთარი.
ნაომარი, თუ ნაავადარი,
ოქროს 
მზისაგან ნამცეც ნათალი...
რა მოხდა მერე 
გამკიცხოს ყველამ,
იმათხოვრებენ ფიქრები 
შენზე.
ჟინ მორეული 
ვკრავდი ლექსებად
ავდრის უპეებს სამზეოს 
გზებზე.
მკვახე ხილივით ადრე 
დავცვივდით,
არ დანახული სეტყვის 
ბაღიდან.
ძლივს გადარჩენილ 
სინაზეს გწამლობ ეშხით 
თვალებს 
რომ ტყვიად მახლიდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი