თამარქალო


შენ თამარქალო 
არ იცი ჯერაც,
ამინდებს როგორ იხდენ 
სხეულზე.
მინდვრის სურნელი 
სიცელქეს გაწერს
ჯერ გადაუშლელ სულის 
რვეულზე.
როგორ გიჩვენო რას 
მღერის სიო,
მტკვარი არაგვს რომ 
გულში იხუტებს.
დაილოცება
მიწაც და პურიც,
როცა აპრილის ზეცა 
იქუხებს.
მე მზეს გავუღე სულის 
სარკმელი
და არვის ძალუძს ნათლის
დახშობა.
შენ უმალ დამხვდი 
ფიქრთა ჩეროში,
მუხლზე გეწვინა შენი 
ბავშვობა.
შენი სხეულის უმზეურ 
კალთებს 
აქორწინებდი ქარის 
მხედარზე.
თეთრ მოსახვევში 
სურვილებს კრავდი,
კრძალვით ჰკიდებდი მწვანე 
კედარზე.
თვით უკვდავებაც ჩვენში 
ღმერთია
და სიყვარული 
თუნდაც მცირედი.
ჩვენ ერთმანეთი გაგვყვება
მარად,
როგორც ნატყვიარს 
ხვალის იმედი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი