ღია ბარათი


ღამე დაიგროვებს ყინვას
გადალესილს,
სადმე, ცის ქვეშეთშიც ისევ 
გათოვდება.
გრძნობა იმარხულებს გულით 
ნაფერები,
ჩემი ციცქნა გოგოც სხვაზე 
გათხოვდება.
მელნით დაქარგული წყნარი 
კალაპოტი
ისევ ამოიდგამს ენას 
ფურცლებიდან.
კუპრში გავუშალე თეთრი სარეცელი,
ლექსის ძეობა დგას ფიქრთა 
მუცელიდან.
გახსოვს?! პაემანი გვქონდა ძველ
ქუჩაზე,
იდგა შემოდგომის ჟრჟოლვა 
მაჯებიდან!
ვიწრო ოთახი და ვიწრო აივანი,
ღამეს შუქი რთავდა ჩვენი 
ფანჯრებიდან.
ახლა მაგ ბაგეებს სულ სხვა 
დაგიკოცნის,
სულ სხვა ოთახი და სულ სხვა 
ამინდია...
შენ სხვის ერთგულებას სულზე 
გადაიცვამ,
მე კი ჩემი გზები ღვთისთვის 
გამინდია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი