ვრჩები ხეტიალს
მორჩა, ვრჩები ხეტიალს! და ჩემს ბილიკსაცუქმად გათელილს არ უჩანს ბოლო. შეკრთება მთვარეც სიცოცხლის ფერი, კვლავ ჩამოდნება, როგორც ყინულის პატარა ლოლო. მე კი უფსკრულთან ხეტიალს ვბედავ, ბედისწერა კი მზად არის, რომ გადამჩეხოს. რა დაშავდბა ჩემი არ ყოფნით, ჩემი ბილიკი შავმა სიკვდილმა რომ გადაკვეთოს? რა დაშავდება? გათავდა ხაზი ამ გრძელი ზოლის, დამივიწყებენ, როგორც შარშანდელ სუსხიან ზამთარს. არ დაოკდება ჩემი გული სიკვდილის მერეც, მსჯავრს მიაგებენ ჩემში ტყუილს თუ მართალს? დამივიწყებენ... ყველა სადავეს უფალი მართავს! შიში მედება დაცემულს ცოდვით, ეს რა მადლია, დარდს რომ ვიქარვებ ლექსებში ბოდვით?! დამიტირებენ, გადამფარავენ მიწით და ლოდით. დაიღლებიან, სანთლებით ხელში უგულოდ ლოცვით. უკვდავსაყოფად, გულს გამიხსნიან ცივ სამარეში დაცლილი ბოცით. ან რა აზრი დევს სიცოცხლის ფარსში? მხოლოდ ლანდია და მოჩვენება ამ ქვეყანაზე კაცის იერი. მე სხვა სურვილი არ მაბადია, მხოლოდ შვილები... მხოლოდ შვილები მყავდნენ ძლიერნი. (სვლად გზათა მცნებათა შენთასა უფალო.)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი