ცას სამი ფერი აქვს ..


ცას სამი ფერი აქვს, 
მრავალი შთაგონება ცის ფერებს. 
სიხარბეს ვსუნთქავთ, ეს შეუცვლელია...
სულით ვერ ვეხებით მზის ბგერებს.
თვალებით მოველით სასწაულს,
არადა ერთმანეთს ვეცლებით.
სიცოცხლეს არ ვუხდით საზღაურს,
უფლის ჭერს ხმაურით ვესწრებით.
სიკეთეს თუ ნახავ, ეს უფლის ხელია,
თუ გჭამენ გრძნობები დამალე.
ჩვენს თვალწინ ცის სამი ფერია:
სიცოცხლე, ბრძოლა და სამარე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი
TOP.GE