ჩემს საფეხოვიწრო ბილიკს


ჩემს საფეხო ვიწრო ბილიკს ვერ დავარქმევ ფართოს,
მობერებულ სახის ნაკვთებს შერჩენიათ გამოხედვა მშვიდი. 
ვიცი ისევ დამტოვებენ მარტოდმარტოს,
როგორც მაშინ, როდესაც, რომ სიკეთეებს ვქმნიდი.

ვიცი ის, რომ მიმიღებენ სახლშისულით ღარიბს,
ეს ხმა მხოლოდ სანატრელად ეფინება დედას. 
დრო იყო, რომ მყვედრიდნენ და მიწოდებდნენ არიფს,
მაგრამ ამით ვინ რას ავნებს, ან სულსა და ანდაც ცხედარს?

მაშ მოდით და გამომხარშეთ შესვარული ბევრი ცოდვით,
მაგრამ ვეჭვობ ვერ გაუძლებთ მძიმე გარჯას...
მზის და მთვარის სიმაღლეებს უტოლდებით დიდი ცოდნით,
სიყვარული შეიყვარეთ დამარტყამდეთ სანამ ხანჯალს!

სიბრალულიც შეიყვარეთ განწირული თბილი გრძნობით,
თორემ მძიმე მოგონებებს ვერწაგიშლით საშლელი.
მეც ხომ ამას ვაშენებდი თითქოს წლობით,
ნუთუ ვერც მე დავიყენე ჩემი შრომით საშველი?!.

ჩემს საფეხო ვიწრო ბილიკს არვის ფეხის კვალი არ სდევს,
გაზაფხულის ფერთაკვდომით მისვენია გულზე დარდი.
და თუ ვინმე ჩემთან ერთად უღელს გასწევს,
მიხვდება,რომ არ ვყოფილვარ თურმე ასე კარგი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი