პატიმარ ძმებს
სალამს მოგიძღვნით ძმობილნო, მოუღალავნო გულითა!!! ბევრა სიმუხთლის მნახველნო, ბევრას შხამით და შურითა... არ გაალაღებს ქვეყანა კაცსა მებრძოლის სულითა. მეც ჩემი დარდის მომსწრე ვარ თქვენთან ნაფიცი ძმურითა. ხშირხშირად მომაგონდება; ტაბლა ღვინით და პურითა, სისხლი ძარღვებში მჩქეფარე ალ მოდებულის ჭურითა. თუმც კი ცხოვრებამ გაგვყარა, არ ვცხრები სიყვარულითა. დაგლოცოთ წმინდა გიორგიმ თავის მადლით და რჯულითა!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი