მოუთოვია
მოუთოვია, მარტყოფის მთებზე, მოუთოვია, გულჯავრიანად თარეშობენ თეთრი ნისლები. მე გაგახსენებ ამ სუსხიან ზამთრის შემოსვლას, ხნიერ თუთასთან სიბერეში, როცა ვისხდებით. მე გაგახსენებ ხელის მტევნებს გამთბარ ხელებში და ოკეანედ გადაქცეულ თვალთა სიღრმეებს. ჩვენგან წასულ და ვერ ახდენილ ლამაზ ოცნებებს, დღესაც წადილს, რომ ლახვარივით გულზე გვიღერებს. მოუთოვია, ლურჯ მწვერვალზე ფენილ სითეთრეს, აელვარებენ მზის სხივები მარგალიტთ საბნად. მერე რა მოხდა თუ კი ოდესმე ჩვენც გავიყრებით, შენგან ნაგროვებ იმ ღიმილებს წავიღებ საგზლად. მერე დადგება სხვა ზამთრებიც, ათასწლეულებს, მოუყვებიან სიყვარულზე ამბებს იგავით. ახლა სხვამ თესოს ერთგულება წილად მიწაზე. ჩვენ ერთდროს უკვე მომთაბარედ აქაც ვიყავით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი