დეკემბრის დილა


დეკემბრის დილა,
(ნაგრძელღამევი,)
სინაზის რხევა
ვნების სიმებად.
დაორთქლილ მინის 
სველი ნაღვენთი
და შენს სიზმრებთან 
გამოძინება.
დილის სიმშვიდე 
უმზეო ბაღის,
ცვილად ნამცვრევი 
ფიქრი მთვარისა.
სიმაღლის ლხენა 
პირ - ხმელი მთების,
დინჯი ჰანგები 
ვიწრო ჭალისა.
და ტრფობის ღამე,
(მესაიდუმლედ)
ვარსკვლავთ კი არა,
ოცნების ცვენის.
შენ ასული ხარ 
შემოთენების,
მე კი სასიძო 
ამ ლურჯი სენის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი