განაჩენი


გესმის როგორ წვეთავს წვიმა?
ამოვარდნას ლამობს ქარი!
ღამე ისევ ფრთებს შეისხამს,
იმედს გვინთებს კელაპტარი.
აქ ფართო გზას ბევრი ერთვის,
ვიწროს ღვთისგან ანარჩევი...
ჯვრის გუმბათი ისე მიმზერს,
როგორც კოხტა მამაჩემი.
აქ რაც იყო ყველას ახსოვს,
იფერებდნენ რეგალიებს...
ბევრი გვსვეს და ბევრი გვჭამეს,
მაგრამ მაინც ვერ დაგვლიეს.
ისევ გულად ნადებ ჯავრით
სვლას მიამებს ყავარჯენი.
თუმც ვიცინი სულზე მაწევს
მე სამშობლოს განაჩენი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი