წმინდა ბარბარე


ზავი დავუდე მილეულ მუზებს,
მემთვრალეობამ ძმობა შემფიცა,
ბევრი ტყუილი ვიკადრე, მაგრამ,
ჯობდა არასდროს არ დამეფიცა.

დამეწყრილ ხევებს ვუტოლე თავი,
არ მტოვებს ღმერთი, ლუკმა მაქვს ჯამში.
ვფიქრობ მემდურის ცოდვილი მიწა 
რა ბედი მელის ნეტავი ცაში?!

სდუმს დეკემბერი, რიცხვი ჩვიდმეტი,
მთვარეულ ლანდებს გამოვეყავი.
ყველა უმწეოს, გზიდან აცდენილთ,
წმინდა ბარბარევ მეოხ გვეყავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი