ჩემო სიყვარულო...


ჩემო სიყვარულო, მცირე სიყვარულო,
ნეტავ დავბერდები? ნუთუ შენთან ერთად?
წლებიც მეფანტება გიშრის მძივებივით,
გზებიც ამერია, მისვლად უფალ ღმერთთან.

ქარიც აღარ ჩადგა, აქ სულ ქარებია,
ქვეყნის ბორიალიც მოჰგავს თვალთმაქცობას.
გრძნობა გამოცლილი შავბნელ უფსკრულებთან
მბჟუტავ კელაპტარს ჰგავს კაცთა ძმაკაცობაც.

წამებს წამი ებმის, წუთებს დღე მოჰყვება,
გადის წელიწადიც მრავლად ცოდვიანი.
შენს დიდ მოწყალებას ღმერთო ქედს მოვუხრი,
წმინდად დაგვბადე და გავხდით ცოფიანნი.

ჩემო სიყვარულო, მცირე სიყვარულო,
ნეტა დავბერდები? ნუთუ შენთან ერთად?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი