ბედის ბორბალო...


ეჰ, ჩემო ბედის ბორბალო
როგორ უკუღმა ტრიალებ...
ათასჯერ გზაზე დაცემულს 
მაინც მიმატებ იარებს!
მუხთალი წუთისოფელი
კიდევ თუ გამატიალებს
ვერვის გავუყობ ცხოვრებას,
სხვასაც ვერ დავაზიანებ.
დროით ნაგვემი მთის შვილი
შევსვამ ღვინიან ფიალებს,
სიკვდილსაც მწარედ შევცინებ
არც ის არ დაიგვიანებს.
არც შავი მიწა არ დამგმობს;
ჩემს ძვალ - ხორცს გაიზიარებს,
მანამ სამშობლოს დავკოცნი,
სადაც ჯვრის დროშა ფრიალებს,
სადაც ერთობას ეტრფიან, 
სადაც არაგვი გრიალებს...
იმას არ ჰქვია არ ყოფნა
ახსოვდე ადამიანებს!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი