ჩემს სახლთან ახლოს დგას ძველი ცაცხვი ..
ჩემს სახლთან ახლოს დგას ძველი ცაცხვი და მის ტოტებზე შაშვი გალობდა. ეს სხვა წიგნია, სულ სხვა ჰანგებით, გადმოღებული უფლის თაროდან. და ირგვლივ სმენად იდგნენ ხეები, ვაზებს კი ჩუმად ცრემლი სდიოდათ. აღარ მესმოდა კაცთაგან სიტყვა, აღარც ძახილი საიქიოდან... მზე კი ასეთი ცივი და ბასრი, ზამთრისპირულის კარზე ნათობდა და მე ვხედავდი, რომ კაცზე მეტად, პატარა ჩიტი უკეთ მათბობდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი