დღეთა აგონია


იყო და არა იყო რა,
იყო კაციც და თითქოს არც იყო...
დრომ მძევალივით თან გაიყოლა
დასაფიცარი ქვეყნად რაც იყო...

ვუსმენ სიჩუმეს ძლიერ დაღლილი,
ნიჭიც არ შემრჩა უქმად ვედრების.
სამყაროს მიჯნა ზნე - გადახრილი
და მას იცავენ ქრისტეს მხედრები.

იყო ავდარი, ქარი და თოვა,
თეთრი საფარი მიწას ახრჩობდა.
ბედის ძაფისგან მომავლის ქსოვა
უქმი დღეების ტყვიად მახსოვდა.

ახლა ვზივარ და ისევ გავყურებ,
როგორ მღერიან დღენი გაზაფხულს.
მე სულის კარი მაშინ დავხურე,
როცა სახეზე შევხვდი ნასახურს.

იყო ზღვის ქცევა ტალღებ აჭრილი
და გმირთა ხსოვნა მადევს ბრალივით.
ზეცას ვერ ვწვდები მე ფრთებ დაჭრილი
და მიწას შევრჩი გახრულ ძვალივით.

მადლი არ ახლავს კაცის ბუნებას,
ძვირფას ქვებშია გულის წადილი.
კაცთა სიმცირის უბედურებას
არა ჰქონია არსად ადგილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი