მე დავიბადე...
მე დავიბადე ივნისის თვეში, მაგრამ აპრილის დამყვა თვისება; სულში ავდარი, წვიმა და თქეში და შელახული მუდამ ღირსება. არ ღირს ამაზე ბევრი გოდება, წუთისოფელი ისედაც კვნესის. ყველას მივიღებ მძიმე ლოდებად, რასაც განგება მესვრის და მესვრის..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი