თვალნი მოვხუჭე...
თვალნი მოვხუჭე დამეცნენ, დამისნეულეს ხელები. არვის უფიქრავ: ბრალია, ღვთის მადლით მივეშველები. ხორცი გამაძრეს, შეჭამეს და გაიმზადეს საგზალი, ვერ გაძღნენ გულში მეკვეთნენ უმალ იშიშვლეს ხანჯალი. სისხლ დამადინეს, დალიეს, წინწინ დაიდგეს ჯამები; აღარა ესმის ჩემს ყურებს, აღარც ხედავენ თვალები. შვილიც წამართვეს, გამწირეს, უმაქნისობის მიზეზად. პირქვე დამხობილ მოკვდავსა აკვანს ტკივილი მირწევდა. როს შემაძრწუნა სიცივემ ჩაცმის მაგიერ გამხადეს; აღარც სახლ - კარი აღარ გაქვს: გულგაცინებით მახარეს. ბოლოს ტყავიც კი წაიღეს ფეხთა სადგომად გაშალეს. ვაი შენ ჩემო ცხოვრებავ როგორ უგულოდ დაგშალეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი