მე გადავწყვიტე, დავტოვო სახლი ..
მე გადავწყვიტე, დავტოვო სახლი, მოვწყდე კენწეროს, როგორც ნაყოფი. დაუმწიფებლად თავს მიწას ვახლი, ღვთის ხატად მსგავსი, ვიღაც აქ მყოფი... ჩურჩულებს ქარი და ხეებს არხევს, ხეებს, ფოთოლთა სიყვითლე სცვივა. და მეც ბავშვობის ვინახავ ნახევს, დამწვარ თვალებს რომ შემორჩა სხივად. და წლის სეზონის ოთხივე ნაწილს, ვადარებ კაცის ოთხი გზის წყობას. გაზაფხული ჰგავს პირ-მცინარ ყმაწვილს, შემოდგომა კი სიბერის გმობას. ხოლო ზამთარი... ოჰ, ეს ზამთარი, სიცოცხლის ფერებს დაუდებს სასრულს. ჩასაფრებული, როგორც აფთარი, ხელიდან გვტაცებს ნაწამებ წარსულს. და სუნთქვა შენი დაჰბერავს მთებზე, წამით სული რომ სხეულს არ თმობდეს. ვაი, თუ ნისლი ჩამოწვეს გზებზე და რომ უეცრად ადრე გათოვდეს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი