ცხოვრების რვეული
ვერ მოვერიე ჟამთა აღმა სვლას, დაფლეთილ სულით ვატარებ სხეულს. ვინ ხარ, საიდან, მიწის თუ ცისა, რომ არ მშორდები უდროოდ სნეულს?! სამოსად მცვია ქვეყნის ვარამი, ღარიბის ბედით ამ ქვეყნის წვეულს. უწინ დედ - მამის მკლავებს ვკოცნიდი და ობლის დარდით დავდივარ წლეულს. როგორ იოლად იდგამენ დაფნას, როცა სავალად ძეძვი აქვთ რჩეულთ. თუმც კი ყველასთვის ბოლო ერთია; ვერსად წაუვალთ ცხოვრების რვეულს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი