სიცოცხლე სიკვდილამდე


საღამო პირას სიბნელე მახრჩობს, როგორც არასდროს,
მთვარე სულს შთანთქავს გამოჩნდება წყვდიადი როცა,
ცა ვარსკვლავებით მოიჭედა თითქოს განასროლს
და გადამღვრეულ ღრუბლებს 
დაელიათ მთლიანი ბოცა.

რა ტკივილია სიცოცხლიდან კვლავ სიკვდილამდე,
ადამის შვილმა ჩაატიოს ერთი სიცოცხლე.
და რა მწარეა ამ სიცოცხლეში მე ვიტყვი რამდენ
თაღლითებთან და ჯვარზე გამკვრელთან ერთად ვიცოცხლე.

და ისევ გელი, მომეცი სიტყვა, შენ ერთმა ღმერთმა.
როგორც მეომარს სიცოცხლესთან მომეცი ჯარი,
ორ იუდაში გიღალატა ვერცხლად შენ ერთმა,
მე კი უვერცხლოდ გამყიდეს და შემომრჩა ჯვარი.

ბორგავს სიბნელე, არაფრისმთქმელს ვებრძვი სიჩუმეს,
მზეს ეშინია ჩემს ლოგინთან რომ
დაანათოს,
მე სისხლი მიდუღს, თუმცა ყბები ენას მიჩუმებს,
ჩემი ვარსკვლავი სიბენელეს ითხოვს, რომ გაანათოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი