მოხეტიალე
შენ გამუდმებით დასდევდი გრძნობებს, გზად ააშენე ოცნების თაღი, და ამ სურვილით გარბოდი ცისკენ, თუმცა ვერ ნახე ედემის ბაღი. შთაბეჭდილება მზის ამოსვლისას გაძლევდა იმედს, როგორც თვით მონეს, მაგრამ შენ სხვა გზა აირჩიე და ახლა უაზრო ფიქრი გიმონებს. რამ შეგაწუხა საღამოს ფიქრში კვლავ უგუნურად რომ დაწრიალებ, შენ დაკარგული, ურჩი თავისგან, შექმენი სევდით მოხეტიალე. და უერთდები ლექსების ქალაქს, სადაც კვდებიან ფურცლის გავსებით, ბრმა, მოპარული რითმებით მავალს შეგიცოდებენ მთელი არსებით. შენ გამუდმებით მისდევ ამ გრძნობებს გზად ააშენებ კვლავ ახალ კერას, მე კი დაღლილი ამაოებით, დავუბრუნდები ლექსების წერას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი